რუსეთი აფხაზეთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას იწყებს?

აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში, ოჩამჩირის რაიონის სოფელ კინდღში, რომელიც ზუგდიდიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში მდებარეობს, რუსეთი ღრმაწყლოვანი პორტის აშენებას აპირებს. ამის შესახებ “თაიმერს” ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა განუცხადეს ექსკლუზიურად. მათი თქმით, ადგილზე მძიმე ტექნიკა მუშაობს, მანამდე კი წინასწარი სახის სამუშაოები ჩატარდა. მშენებლობის ტერიტორიაზე მობილიზებულნი არიან რუსეთის სპეცსამსახურები. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ კინდღში, რომელიც ანაკლიიდან 80 კილომეტრში მდებარეობს, რუსეთი პორტს სამხედრო გემებისთვის აშენებს. “თაიმერი” საქართველოს ხელისუფლებისგან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მალე კომენტარებს მოიპოვებს.

banner
წინა სტატიაში“არაერთი ვერსია გვაქვს” – ბორცვაძე ფარული კადრების გარცელებაზე
შემდეგი სტატია“ვნანობ, უნდა გამოვასწოროთ ყველაფერი და უნდა მოვრჩეთ კინკლაობას“