რუსეთი აფხაზეთში ახალ საბაჟო გამშვებ პუნქტს გახსნის

აფხაზეთის მოქალაქეები, რომლებიც რუსეთის ფედერაციის ციხეებში არიან, სასჯელს სამშობლოში მოიხდიან

აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახური ახალ სპეციალიზირებულ საბაჟო გამშვებ პუნქტს გახსნის. შესაბამის ბრძანებულებას 12 სექტემბერს ხელი მოაწერა უწყების ხელმძღვანელმა ვლადიმერ ბულავინმა. გამშვებ პუნქტს მიენიჭა კოდი 10000010, ხოლო მისი მოქმედების არეალი განისაზღვრა მთელი აფხაზეთის მასშტაბით და ადლერის საავტომობილო ტრასით. . ბრძანებულება ძალაში 2017 წლის 1 ნოემბრიდან შევა.
ინფორმაციას ავრცელებს საინფორმაციო სააგენტო «Абхазия-Информ».

banner
წინა სტატიაშიეს ჯაშუში – ვლადიმირ პუტინია და ეს კინოსცენარი არ არის
შემდეგი სტატიაესტონელი გენერალი აცხადებს, რომ რუსეთი სამხედრო მოქმედებებს გეგმავს ბელარუსში