რუსეთი აფხაზეთს მოუწოდებს თურქული ბიზნესი შეზღუდოს

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი აფხაზეთს მოუწოდებს თურქული ბიზნესი შეზღუდოს და საუბრობს იმ ზომებზე, რომელიც აფხაზეთმა უნდა განახორციელოს თურქეთის პოლიტიკური და ეკონომიკური მონაწილეობისთვის.
თურქეთის გარკვეული წრეები თვლიან, რომ აფხაზეთი მათი შესაძლო გავლენის ტერიტორიაა. რადგანაც თურქეთს აფხაზეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკა არა აქვს აღიარებული, მისი ბიზნესების აფხაზეთში წარმოება, სხვა არაფერია თუ არა ერთი ქვეყნის მიერ მეორეს გამოყენება ეკონომიკური მიზნებისთვის – განაცხადა სურკოვმა.

პრეზიდენტის თანაშემწეს განცხადებით, აფხაზეთმა უარი უნდა თქვას თურქული ბიზნესისაგან. მისი აზრით, ეს არც თუ ისე დიდია, რომ მან აფხაზეთის ეკონომიკაზე რაიმე სახის გავლენა იქონიოს.

banner
წინა სტატიაშითუკი თოვა არ გადაიღებს, აფხაზეთში გზები ჩაიკეტება
შემდეგი სტატიასაუდელები შიიტელი წინამძღვრის სიკვდილით დასჯას აპროტესტებენ