რუსეთი აფხაზეთს აიძულებს, უარი თქვას თურქეთთან ურთიერთობაზე

ვლადისლავ სურკოვი

ვლადისლავ სურკოვირუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე, ვლადისლავ სურკოვი აპირებს აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში ჩასვლას, სადაც შეხვდება ხელმძღვანელობას და ჩაატარებს კონსულტაციებს იმის თაობაზე, თუ როგორ ესახება რუსეთს თანამშრომლობა აფხაზეთთან მომავალ, 2016 წელს.
სურკოვის მომავალი ვიზიტის შესახებ და მის შეხვედრაზე ხაჯიმბასთან ინფორმაცია გაავრცელა ალექსეი ჩესნაკოვმა, პოლიტიკური კონიუნქტურის ცენტრის დირექტორმა. მისი სიტყვებით, ოფიციალური შეხვედრების მიზანია კონსულტაციები მნიშვნელოვან საკითხებზე, კერძოდ, თუ როგორ ხორციელდება ინტეგრაციული პროცესები ნოემბერში ხელმოწერილი ხელშეკრულებიდან გამომდინარე.
რუსეთის და აფხაზეთის პრეზიდენტების მიერ ხელმოწერილი შეთანხმება სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნას რუსეთის მეთაურობით.
კულუარული ინფორმაციით, საუბარი ასევე იქნება არაღიარებული რესპუბლიკისთვის არანაკლებ მნიშვნელოვან საკითხზე – აფხაზეთში თურქეთის როლის არათუ შემცირებაზე, არამედ საერთოდ მასთან ეკონომიკურ და პოლიტიკურ თანამშრომლობაზე უარის თქმაზე.
რუსეთის შემდეგ თურქეთი მეორე სავაჭრო პარტნიორია აფხაზეთისთვის, განაცხადა ჩესნაკოვმა.
დეკემბრის შუა რიცხვებში აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა თემურ ეშბამ განაცხადა, რომ რესპუბლიკა არ დაიქირავებს თურქულ თევზსაჭერ გემებს რუსეთსა და თურქეთს შორის გაუარესებული ურთიერთობების გამო.

banner
წინა სტატიაშიშემბრძანდით ბაზრობაზე, შედით მაღაზიაში, დაელაპრაკეთ ხალხს – რას ურჩევს გაბაშვილი კვირიკაშვილს
შემდეგი სტატია“ქართულმა ოცნებამ” ნაციონალები წინააღმდეგ მიმართული ბროლით, ქვეყანას ბევრი რამ დააკლო