რუსეთი ალეპოში საავადმყოფოს დაბომბვაზე პასუხისმგებლობას აშშ-ს აკისრებს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, სირიის ქალაქ ალეპოს საავადმყოფოზე განხორციელებულ ავიადარტყმებზე პასუხისმგებლობას არ იღებს. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ოფიციალური მოსკოვი აღნიშნულ ფაქტში ბრალს აშშ-ს ხელმძღვანეობით შექმნილ კოალიციას ადანაშაულებს.

“უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში ალეპოს რაიონში რუსულ ავიაციას არანაირი ფრენა არ განუხორციელებია. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ალეპოზე 27 აპრილს კოალიციის ერთ-ერთი ქვეყნის სამხედრო თვითმფრინავი დაფრინავდა” – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, სირიის ქალაქ ალეპოში მინიმუმ 27 ადამიანი დაიღუპა საავადმყოფოზე ავიადარტყმის შედეგად, მათ შორის არის სამი ბავშვი და ქალაქში დარჩენილი უკანასკნელი პედიატრი – Reuters-მა გაავრცელა.
ალ-კუდსის საავადმყოფო საერთაშორისო ორგანიზაცია “ექიმები საზღვრებს მიღმას” მხარდაჭერით მუშაობდა.

როგორც სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგის ჯგუფი იტყობინება, სამედიცინო დაწესებულება ბოევიკების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობდა. სირიის არმია უარყოფს, რომ თავდასხმა მათ განახორციელეს.
საერთაშორისო ორგანიზაცია წითელი ჯვრისა მონაცემებით, ალეპოში ხალხი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. “სადაც არ უნდა იმყოფებოდე, თქვენ გეხმით ჭურვების და თვითმფრინავების ხმა, რომელიც შენს თავზე დაფრინავენ… ქალაქში ყველაფერი დანგრეულია. ხალხს ეშინია, არავინ იცის, რა იქნება მომავალში” – განაცხადა “წითელი ჯვრის” წარმომადგენელმა.

Reuters-ის მონაცემებით, უკანასკნელი 6 დღის განმავლობაში ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაახლოებით 91 მშვიდობიანი მოსახლე დაიღუა, სირიის არმიის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე კი – 49.

სირიაში სამოქალაქო ომი 2011 წლიდან მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში,,დამატებითი კვლევა არ სჭირდება იმ ფაქტს, რომ ქვეყანა არასწორად ვითარდება”
შემდეგი სტატიარუსეთში მკვლელ ძიძას პატიმრობა გაუგრძელეს