სკანდალური სხდომა გაეროში – გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხი განიხილეს.
რუსეთმა მაღალი ტრიბუნალიდან აგვისტოს ომის შესახებ საქართველოს დასადანაშაულებლად “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადება გამოიყენა.
დმიტრი პოლიანსკიმ აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით ივანიშვილის ხელისუფლების პოზიცია წაიკითხა, რომ თითქოს, “2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს მაშინდელი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დასავლეთის დაკვეთის შესაბამისად მოქმედებდა”.
ამასთან, რუსმა დიპლომატმა მაღალი ტრიბუნალიდან განაცხადა, რომ მოცემულ საკითხზე სადავო არაფერია და რუსეთისთვის პარტნიორების პოზიცია დღემდე გაუგებარი რჩება.
რუსეთს ყოველწლიურად აკვირვებს დასავლეთის ქვეყნების სურვილი, განიხილოს სააკაშვილის მიერ 2008 წელს, სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის საკითხი. თუ გავითვალისწინებთ ფაქტებს, რომლებიც მჟღავნდება და საქართველოს ხელისუფლების პოზიციას, ეს უფრო და უფრო ემსგავსება მაზოხისტურ ქცევას და მეტ კომენტარს არ გავაგრძელებ. მე უბრალოდ წავიკითხავ მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” განცხადებიდან პირდაპირ ციტატას. ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი სამართლიანად ეჭვქვეშ აყენებს სააკაშვილის ადეკვატურობას, მაგრამ ფაქტია, რომ 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებები არა მხოლოდ მისი ფსიქიკური არასტაბილურობის, არამედ გარედან ინსტრუქციების და კარგად დაგეგმილი ღალატის შედეგი იყო. უბრალოდ შეეცადეთ გაიხსენოთ ეს სიტყვები, როდესაც ჩემი დასავლელი კოლეგები მოგვიანებით ამ ტრიბუნასთან მოვლენ და მოგატყუებენ იმის შესახებ, თუ რა მოხდა”, – ამბობს დმიტრი პოლიანსკი.
“ქართული ოცნება” ისევ ომის გამოძიებით იმუქრება – ივანიშვილის პარტია ამტკიცებს, რომ „2008 წლის ომის გარე ძალების მხარდაჭერით მოხდა“.
სწორედ ეს განცხადება გახდა კრემლის პროპაგანდისტული მედიის განხილვის მთავარი თემა და მეორე დღეა ივანიშვილის გუნდის ახალ მესიჯბოქსებს ციტირებს.