რუსეთი აგრესიული თავდასხმის რეჟიმზე გადავიდა, საჭიროა მკვეთრი პასუხი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან – ოპოზიცია კრემლის ულტიმატუმზე

რუსეთის საგარეო უწყების ულტიმატუმს, ნატომ უარი თქვას საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწვერიანებაზე, ოპოზიციური პარტიები ეხმაურებიან. ოპოზიციაში ამბობენ, რომ აუცილებელია, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთს მკაცრი და მტკიცე პასუხი გასცეს.

“ხელისუფლების პოზიცია უნდა იყოს მსგავსი უკრაინის ხელისუფლების პოზიციის, როდესაც ასეთი ულტიმატუმის ენით ესაუბრება რუსეთის საგარეო უწყება ორ სუვერენულ ქვეყანას”, – ამბობს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ხატია დეკანოიძე.

პარლამენტის ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრი სალომე სამადაშვილი კი აღნიშნავს, რომ რუსეთი უკვე სხვა ფაზაში, “აგრესიული თავდასხმის” რეჟიმზე გადავიდა.

“ის მოითხოვს არამხოლოდ შეჩერებას პროცესის, არამედ მიღებული გადაწყვეტილებების რევიზიას და დეზავუირებას, იმ განაცხადის, რაც არის ჩაწერილი ნატოს უმაღლესი პოლიტიკური ფორუმის შესაბამის დოკუმენტებში. ამაზე საჭიროა ძალიან მკვეთი პასუხი როგორც საქართველოს ხელისუფლების,ასევე, უკრაინელ პარტნიორებთან ერთად მობილიზება შესაბამისი რეაგირების დასავლეთის მხრიდან. ყოველი დღე, რომელსაც ვერ ვიყენებთ ნატოში გაწევრიანების დასაჩქარებლად, ეს არის სახიფათო ჩვენი ქვეყნისთვის”, – ამბობს სალომე სამადაშვილი.

banner
წინა სტატიაშითბილისის საბავშვო წიგნის ფესტივალზე ლიტერატურული პრემია „ნაკადულის“ გამარჯვებულებს დააჯილდოებენ
შემდეგი სტატიაელენე ხოშტარია “შერიგებაზე” – ეს სრული აბსურდია, არც ხალხს სჭირდება და არც ქვეყანას