რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში შეტევისთვის მზადებას ასრულებს – ესტონეთის დაზვერვა

14 აპრილს, ესტონეთის თავდაცვის ძალების სადაზვერვო ცენტრმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც იუწყება, რომ მიხედვითაც რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები აღმოსავლეთ უკრაინაში შეტევისთვის მზადებას, უკვე ასრულებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ისინი აღმოსავლეთის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების უპირატესობის მოპოვების მცდელობებს ბლოკავენ.

ესტონეთის დაზვერვა ასევე აღნიშნავს, რომ 14 აპრილს, შავი ზღვის ფლოტის ხომალდზე გაჩენილი ხანძრის შედეგად, კრეისერ „მოსკვაზე“ საბრძოლო მასალა აფეთქდა. აფეთქების მიზეზები ბოლომდე არ არის ცნობილი, თუმცა გემს სავარაუდოდ რაკეტა მოხვდა.

ინციდენტთან დაკავშირებით, რუსებმა განაცხადეს, რომ გემიდან მთელი ეკიპაჟი უკვე გაიყვანეს. ესტონეთის თავდაცვის ძალების ცნობით, ეს შეიძლება მიუთითებდეს იმაზეც, რომ ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლა და ზიანის აღმოფხვრა შეუძლებელი ან არაპერსპექტიული გახდა.

მათივე განცხადებით, რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები კვლავ იძულებულნი არიან, უკრაინის ტერიტორიაზე ომში მონაწილეობა მიიღონ. ამასთან ერთად, რუსეთის ფედერაციაში საკონტრაქტო მომსახურების პოპულარიზაციისათვის მოკლევადიანი კონტრაქტების რეკლამის ჩათვლით, აქტიური კამპანია მიმდინარეობს.

„უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად ქვეყანაში არსებული ეკონომიკური არასტაბილურობისა თუ უკმაყოფილების წინააღმდეგ რეპრესიული ზომების გამოყენებისა, რუსეთში ცოტანი არიან, ვისაც ბრძოლა უნდა“, – წერს ესტონეთის დაზვერვა.

banner
წინა სტატიაშისპეციალურად SOLO მომხმარებლებს – ზურა შევარდნაძის მასტერკლასი გარდენიაში
შემდეგი სტატიახარკოვის ოლქში სარდაფში ნაწამები და დახვრეტილი უკრაინელების ცხედრები იპოვეს