რუსეთი აღარ არის სანდო პარტნიორი, ევროკავშირის ადგილი უკრაინის გვერდითაა – ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსეთის ნავთობზე ემბარგოს დაწესება, რომელიც მიმდინარე კვირას დაანონსდა, ევროკავშირისთვის მარტივი არ იქნება. მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, ღირებულებებიდან გამომდინარე, გრძელვადიან პერსპექტივაში ევროკავშირმა რუსეთისთვის ფულის მიწოდება უნდა შეწყვიტოს.

„ამას კიდევ ერთი დღე თუ დასჭირდება, ასე იყოს, ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ“, – განაცხადა ფონ დერ ლეიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირმა ასევე უნდა შეამციროს რუსულ გაზზე დამოკიდებულება, რადგან რუსეთი აღარ არის სანდო პარტნიორი.

მისი განცხადებით, ევროკავშირის ადგილი უკრაინის გვერდითაა. „ევროკავშირის ადგილი უკრაინის გვერდითაა. ჩვენ გვინდა, რომ უკრაინამ ამ ომში გაიმარჯვოს“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

კითხვაზე, რა კრიტერიუმები გადაწყვეტს, მოიგო თუ არა უკრაინამ ომი, ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინის გადასაწყვეტია, რა სახის, როგორ მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნა, თითქოს ესიამოვნება ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს და თავს აღარ დაგვესხმება – მეუფე გრიგოლი
შემდეგი სტატიარუსეთი კვლავ გეგმავს, რომ 9 მაისს გამოაცხადოს სრულფასოვანი ომი – შმიგალი