რუსეთ-უკრაინის ფრონტზე საომარი მოქმედებები განახლდა

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის ფრონტზე სიტუაცია მკვეთრად გამძაფრდა.გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსული არტილერია უკრაინის ფრონტის დებალცევოს რაიონსა და სოფლებს კალინოვკასა და ლოგვინოვოს უმოწყალოდ ბომბავს.
,,ახლა ამ რაიონის მთელს ფრონტის ხაზზე მიმდინარეობს გააფრთებული ბრძოლები. ეს არის რუსეთის მხრიდან მინსკის შეთახმებების უხეში დარღვევა, რადგან ეს რაიონი ამ შეთანხმებით უკრაინის არმიის კონტროლს უნდა ექვემდებარებოდეს. რუსეთის არტილერია ამ დრომდე უკრაინული პოზიციების მასიურ დაბომბვებს ანხორციელებს. სამწუხაროდ არის დანაკარგი. არიან დაღუპულები და დაჭრილები. უკრაინული არმია ცდილობს შეინარჩუნოს პოზიციები და შესაბამისად უპასუხოს რუს აგრესორებს,, აცხადებენ ფრონტის ხაზიდან უკრაინელი ჟურნალისტები.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია დავით კიკალიშვილის წასვლაზე: „დიდი ეპოქა დასრულდა!“
შემდეგი სტატიარუსეთი, ირანი და თურქეთი, მოსკოვში სირიის საკითხს განიხილავენ