რუსეთ-უკრაინის ომის ისტორიაში პირველად, 24 ივლისის ღამეს უკრაინული დრონები რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, საჰაერო სივრცეში დაფრინავდნენ, რამაც სოჭისა და სოხუმის აეროპორტებში პანიკა გამოიწვია. ორივე აეროპორტში გამოცხადდა გეგმა “კავიორ (ხალიჩა)”, გადაიდო ათეულობით რეისი.
აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში 23 ივლისს ე. წ. აფხაზეთის დროშის დღეს აღნიშნავდნენ, თუმცა, დაგეგმილი სახალხო ღონისძიებები, საჰაერო საფრთხის გმო, უმეტესწილად გადაიდო.
















