12.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად დაღუპულების, დაჭრილების და უგზო-უკვლოდ დაკარგულების საერთო რაოდენობა 1.8 მილიონს შეადგენს

“უკრაინაში ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციის შესახებ რუსეთის განცხადებების მიუხედავად, მონაცემები აჩვენებს, რომ რუსეთი მინიმალური მიღწევებისთვის უჩვეულო ფასს იხდის”, – ამის შესახებ ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, „სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის“ კვლევაშია აღნიშნული.

„სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის“ ინფორმაციით, მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს უკრაინულმა ძალებმაც. უკრაინის მხრიდან ომში დაღუპულთა რაოდენობა 100 000-140 000 ადამიანს შეადგენს. დაღუპულთა, დაჭრილთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთო რაოდენობა კი 500 000-600 000-ია.

„რუსეთისა და უკრაინის ჯამური დანაკარგები, შესაძლოა, 1.8 მილიონი იყოს და 2026 წლის გაზაფხულისთვის, შესაძლოა, ორ მილიონს მიაღწიოს“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

banner
წინა სტატიაშიბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა – დაღუპულია ქვეითი
შემდეგი სტატიასაქართველოში ზეთის იმპორტი გაძვირდა – იმპორტის 83% რუსეთზე მოდის