“რუსეთ-უკრაინის ომის შეჩერება აშშ-ის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია” – ტრამპის მრჩეველი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველმა პოლიტიკის საკითხებში, სტივენ მილერმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულება აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

„ეს არის საკითხი, რომელსაც პრეზიდენტი ჩვენი საგარეო პოლიტიკის წინა პლანზე აყენებს, კერძოდ, უკრაინასა და რუსეთს შორის ომის მოგვარება“, – განუცხადა მილერმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, მთავარი მიზანი ევროპაში მშვიდობის მიღწევა და უდანაშაულო ადამიანების მკვლელობისა და განადგურების შეჩერებაა.

ამასთან, ტრამპის მრჩეველმა უარი თქვა კომენტარი გაეკეთებინა აშშ-ის ადმინისტრაციის ახალ გეგმაზე, რომლის მიზანიც, მედიის ინფორმაციით, უკრაინაში ომის დასრულებაა.

შეგახსენებთ, Axios-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია საიდუმლოდ თანამშრომლობს რუსეთთან უკრაინაში ომის დასრულების ახალი გეგმის შესამუშავებლად. გამოცემა Financial Times-ის ცნობით, გეგმა უკვე გააცნეს უკრაინას, რომელიც მას მიუღებლად მიიჩნევს. მოგვიანებით, Axios-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ახალი „სამშვიდობო გეგმის“ შემუშავებაში კატარი და თურქეთი მონაწილეობენ და რომ ისინი მხარს უჭერენ აშშ-ის შუამავლობის ძალისხმევას.

banner
წინა სტატიაში“უკრაინა შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს მიიღებს” – გერმანიის კანცლერი
შემდეგი სტატია“ქალაქის თავზე 10–ზე მეტი აფეთქების ხმა გაისმა” – რიაზანში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა