რუსეთ-თურქეთის ომის რისკი იზრდება- ობამა თურქ კოლეგას ესაუბრა

თეთრი სახლის ინფორმაციით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი თურქ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა.
ბარაკ ობამამ და რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა სირიის კრიზისი განიხილეს. ამ კონტექსტში ობამამ აღნიშნა, რომ “თურქეთს თავდაცვის კანონიერი უფლება აქვს”.

სირიაში არსებული ვითარებაზე კომენტარი გააკეთა ფრანსუა ოლანდმა, რომელმაც აღნიშნა, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის არაპირდაპირი ომის დაწყების რისკს ხედავს.

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსკოვს, შეწყვიტოს ბაშარ ასადის რეჟიმის მხარდაჭერა.

banner
წინა სტატიაშითურქეთის ტერაქტებზე პასუხისმგებლობა ქურთულმა დაჯგუფებამ აიღო
შემდეგი სტატიანინო გვენეტაძე: თბილისის საქალაქო სასამართლო მზად არის მოწმეთა დაკითხვა ახალი წესით განახორციელოს