რუსეთ-თურქეთის ,,ძმობას,, ისევ ბზარი შეეპარა… რუსეთის ახალი მუქარა

erdoxani-putini-gaziსტამბულში თურქეთის პერზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანსა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის 10-ოდე დღის უკან გამართული შეხვედრა, რომელსაც რუსული გაზის ,,თურქული ნაკადის,, მშეენებლობისა და თურქული სოფლის მეურნეობის პროდუქტების რუსეთის ბაზარზე დაბრუნების შესახებ მიღწეული შეთანხმებები მოჰყვა, ჯერ არ ,,გაცივებულა,, და რუსეთ-თურქეთის განახლებული ,,ძმობას,, სირიის გამო ისევ ბზარი შეეპარა, რაც რუსეთის მხრიდან თურქეთის მიმართ ახალი მუქარით გამოიხატა.
კერძოდ, სირიაში თურქეთის საჰაერო სამხედრო ძალების მიერ განხორციელებული პრევენციული დარტყმები, რომლის სამიზნეც როგორც ისლამისტები ასევე სირიელი ქურთული დაჯგუფებები გახლავთ, როგორც სირიის ოფიციალური რეჟიმის, ასევე რუსეთის მხრიდან აგრესიულ დამოკიდებულებას იწვევს, რაც 21 ოქტომბერს რუსეთის მხრიდან თურქეთის მიმართ პირდაპირ მუქარაში გადაიზარდა…
,,თურქეთი მიიღებს საპასუხო დარტყმას, თუ კიდევ ერთხელ დაარღვევს სირიის საჰაერო საზღვარს,, აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.
ლავროვის მუქარაზე თურქეთს ოფიციალური პასუხი ჯერ არ გაუცია, თუმცა თურქული მედია უკვე აღნიშნავს, რომ რუსეთთან ნებისმიერ მოლაპარაკებას მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა აქვს და ამ ქვეყანასთან ხანგრძლივი პოზიტიური ურთიერთობები გამორიცხულია.

banner
წინა სტატიაშიცესკო: სამართალდამცავები შესაძლო დარღვევების ვიდეომასალით უნდა დაინტერესდნენ
შემდეგი სტატიააშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე ჰაკერებემა ფართომასშტაბიანი კიბერ-შეტევა განახორციელეს