“რუსეთ-თურქეთის დაძაბულობა არის უკიდურესად არასახარბიელო არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის”

რუსეთ-თურქეთის დაძაბულობა არის უკიდურესად არასახარბიელო არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა.
მინისტრის აზრით, აღნიშნულ ქვეყნებს შორის არსებული დაძაბულობის საქართველოსთვის დადებით კონტექსტში წარმოჩინების ყველა მცდელობა, თავიდან უნდა იქნას აცილებული.
“მინდა ვთხოვო ყველა პოლიტიკოსს, ასევე მედიის წარმომადგენლებს – ყველანაირი მცდელობა, რომ რაიმე კუთხით დადებით კონტექსტში წარმოჩინდეს ამ დაძაბულობის შესაძლო შედეგი საქართველოსთვის, თავიდან იქნას აცილებული. უპირველეს ყოვლისა, არ არსებობს არანაირი რეალური საფუძველი იმისათვის, რომ ამან რაიმე სარგებელი მოუტანოს საქართველოსთვის. ნებისმიერი დაძაბულობის ზრდა რეგიონში საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას შეამცირებს და მეორე – ეს ალბათ, ძალიან არაეთიკურია თურქეთთან მიმართებაში, რომელიც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია”, – განაცხადა კვირიკაშვიმა.

banner
წინა სტატიაშიაკაკი მინაშვილი: იმედია საქართველოს ხელისუფლება ამ პროცესს არ შეაფერხებს
შემდეგი სტატია„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ევროპის წამების პრევენციის კომიტეტის საქართველოს შესახებ ანგარიშს ეხმაურება