8.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

რუსეთ-საქართველოს “ურთიერთსასარგებლო” პერსპექტივა – მიხეილ გალუზინი ორი ქვეყნის ურთიერთობაზე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინი კვლავ საუბრობს საქართველოსთან ურთიერთობების „ურთიერთსასარგებლო“ პერსპექტივაზე, თუმცა მისი განცხადებები ისევ იმ ნარატივებს იმეორებს, რომლებსაც მოსკოვი წლებია ავრცელებს – დასავლეთის კურსის დისკრედიტაცია და პასუხისმგებლობის თბილისზე გადატანა.

ТАСС-თან ინტერვიუში გალუზინი ამტკიცებს, რომ რუსეთ-საქართველოს კავშირები „ბუნებრივ ხასიათს“ ატარებს:

„ჩვენი კავშირები ბუნებრივ ხასიათს ატარებს და არა ხელოვნურად არის რუსეთიდან თავსმოხვეული, როგორც ამას დასავლეთში ცდილობენ წარმოაჩინონ. მათ საფუძვლად უდევს სულიერი ერთიანობა, მრავალსაუკუნოვანი ისტორიული და კულტურული ბმები, – ამბობს ის.

გალუზინი დასავლურ მიმართულებას ეკონომიკურ ჩავარდნას უკავშირებსდა ირწმუნება, რომ ნატოსა და ევროკავშირში მიღების დაპირებები აშკარა მანიპულაციაა“.

„დრომ აჩვენა, რომ ქართულ პროდუქციას ევროკავშირსა და აშშ-ში არავინ ელოდა, რის შედეგადაც ეკონომიკის მრავალი დარგი, მათ შორის სტრატეგიული სფეროები, დაცემაში წავიდა. ასევე, ნატოსა და ევროკავშირში მიღების დაპირებები აშკარა მანიპულაციაა, – ამბობს გალუზინი.

დიპლომატის თქმით, „საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ქვეყნის სუვერენიტეტის დაბრუნებას ესწრაფვის“ და აღნიშნავს, რომ რუსეთი მზადაა, საქართველოსთან “კავშირები გააღრმავოს”.

გალუზინი ასევე ცდილობს, წარმოაჩინოს, რომ საქართველოსთვის რუსეთთან თანამშრომლობა წარმატების მომტანი იქნება, მათ შორის, ეკონომიკურ სფეროშიც.

„რუსეთთან თანამშრომლობა საქართველოს უპრეცედენტო ეკონომიკური აღმავლობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია“.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე უნდა დაფიქრდეს.

“თუმცა ეკონომიკურ წარმატებებს მკვეთრად ეწინააღმდეგება პოლიტიკური დიალოგის არარსებობა. ალბათ, საქართველოს ხელისუფლებას ღირს დაფიქრება, რამდენად დიდი შედეგების მიღწევა იქნებოდა შესაძლებელი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების არსებობის პირობებში… მოსკოვი გახსნილია თანამშრომლობის გაფართოებისთვის იქ, სადაც ეს ორმხრივ სარგებელს მოიტანს, – აღნიშნავს გალუზინი.

ბოლო თვეებში, “ოცნების: ხელისუფლების მიერ ევროინტეგრაციის პროცესის 2028 წლამდე შეჩერების ფონზე, რუსეთიდან გაკეთებული შეფასებები უფრო შერბილდა. პარალელურად, მოსკოვი აგრძელებს ბრალდებებს დასავლეთის მისამართით „ზეწოლისა“ და „დესტრუქციული გავლენის“ შესახებ.

banner
წინა სტატიაშითბილისში 5 ავტომობილი გაქურდეს – დაკავებულია 42 წლის მამაკაცი
შემდეგი სტატია“წინ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდია” – უკრაინის დელეგაცია ჟენევაში გაემგზავრა