რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ტვირთბრუნვას მონიტორინგს შვეიცარიული კომპანია გაუწევს

რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ტვირთბრუნვის მონიტორინგის დაწყებასთან დაკავშირებით შვეიცარიულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია.

ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხევში პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ, განუცხადა.

მისი თქმით, დეტალები დეკემბერში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე დაზუსტდება.

“ჩამოვყალიბდით, შეთანხმებულად მუშაობს სამუშაო ჯგუფი. მე აქტიურად აღარ ვარ ჩართული. ფინანსთა სამინისტრო ხელმძღვანელობს პროცესს. ამის დასტურია ის, რომ სექტემბრის ბოლოს გაიმართა სამუშაო ჯგუფების შეხვედრა. კიდევ ერთი უნდა გაიმართოს წლის ბოლომდე და დაველოდოთ,” – განაცხადა აბაშიძემ.

საზღვარზე ტვირთბრუნვის მონიტორინგის შესახებ შეთანხმება რუსეთსა და საქართველოს შორის რუსეთის 2011 წელს შედგა.

banner
წინა სტატიაშირუსეთი თურქეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს ამზადებს
შემდეგი სტატიამორიგი ტერაქტი- ნიგერიაში 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა