16.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 12, 2026
banner

რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყო

რუსეთმა და ბელარუსმა მასშტაბური ერთობლივი სამხედრო წვრთნები – „ზაპად-2025“ – დაიწყეს, რომელიც მოიცავს წვრთნებს ორივე ქვეყანაში, ასევე, ბალტიისა და ბარენცის ზღვებში.

„წვრთნების მიზანია მეთაურებისა და შტაბების უნარების გაუმჯობესება, ჯარების რეგიონული და კოალიციური ჯგუფების თანამშრომლობის დონისა და საველე მომზადების დონის ამაღლება“, – აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

Reuters-ი წერს, რომ „ზაპად-2025“ – რუსეთისა და მისი ახლო მოკავშირის ძალის დემონსტრირება – რუსეთ-უკრაინის ომის განსაკუთრებით დაძაბულ მომენტში იმართება, პოლონეთის მიერ საკუთარ საჰაერო სივრცეში რუსული დრონების ჩამოგდებიდან ორი დღის შემდეგ.

კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ წვრთნები სხვა ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული.

banner
წინა სტატიაშიხაბეიშვილი: “ივანიშვილმა აღიარა მარცხი! “პიჟონმა” მამუკა მდინარაძემ და სვეტლანა კობახიძემ აღასრულეს ჟანდარმერიის ხელით! 4 ოქტომბერი არის გამარჯვების დღე
შემდეგი სტატიაჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალს, სავარაუდოდ, კლინიკაში წაუყენებენ