რუსეთ-აფრიკის სამიტზე მიწვეული 54 აფრიკული სახელმწიფოს პრეზიდენტიდან, შეხვედრას მხოლოდ 17 დაესწრება – ამის შესახებ ინფორმაციას The Moscow Times ავრცელებს.
სამიტი 27-28 ივლისს სანქტ-პეტერბურგში უნდა გაიმართოს.
პრეზიდენტების მაგივრად, სამიტს 10 აფრიკელი პრემიერმინისტრი დაესწრება, 17 ქვეყანა ვიცე-პრემიერებისა და მინისტრების დონეზე იქნება წარმოდგენილი, ხუთი ქვეყანა კი მხოლოდ ელჩის დონეზე.
აფრიკის ხუთმა ქვეყანამ კი საერთოდ უარი თქვა სამიტში მონაწილეობის მიღებაზე.
მოწვევა რომ აფრიკული ქვეყნების ყველა ლიდერს გაეგზავნა, ამას სამთავრობო გამოცემა Ria Novosty-სთან ადასტურებს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, ოლეგ ოზეროვი.
მისივე თქმით, მოსკოვში გაგებით ეკიდებიან და ესმით ყველასი, ვინც სამიტს არ დაესწრებს. იქ ჩასულ ყველა ლიდერს კი ვლადიმერ პუტინი შეხვდება.