რუსებმა უკრაინის რეგიონებს დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს, – წერს უკრაინული მედია.
მედიის ცნობით, ავიადარტყმები მაღალსართულიან შენობებსა და ინფრასტრუქტურაზე განხორციელდა, დაიღუპნენ ადამიანები. ხანძარი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავსა და ზედა სართულს გაუჩნდა.
„ამგვარად, თავდასხმის შედეგად დაზარალდა კიევის ოლქის ბილოგოროდსკის თემი“, – განაცხადა კიევის რეგიონის ხელმძღვანელმა ნიკოლა კალაშნიკმა.
„რუსებმა, ასევე, შეუტიეს კრივოი-როგს“, – განაცხადა კრივოი-როგის თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ვილკულმა.
გარდა ამისა, რუსებმა დაარტყეს ზაპოროჟიეს.
















