რუსებმა უკრაინის ქალაქ კრივი-რიჰში სავაჭრო ცენტრი დაბომბეს.
ამის ამსახველი ინფორმაცია ადგილობრივ Telegram-არხებში ვრცელდება.
როგორც უკრაინული მედია წერს, თავდასხმა შაჰიდის ტიპის კამიკაძე დრონებით განხორციელდა. ადგილზე ამ წუთებშიც ძლიერი ხანძარია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

















