რუსებმა უკრაინელი ტყვეები დახვრიტეს. მედიის ცნობით, კურსკის ოლქში ოკუპანტებმა სასიკვდილო განაჩენი ცხრა მებრძოლს გამოუტანეს. უკრაინელი ჟურნალისტები ამ ინფორმაციას ომბუდსმენზე დიმიტრი ლუბინეცზე დაყრდნობით ავრცელებენ.
ოფიციალური კიევის შეფასებით, სამხედრო ტყვეების მიმართ განხორციელებული სისასტიკე ომის დანაშაული და ჟენევის კონვენციის უხეში დარღვევაა.