უკრაინული მედია საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომ რუსებმა უკრაინას წუხელ 287 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს, მათგან 279 უკრაინის საჰაერო ძალებმა მოიგერიეს.
მათივე ინფორმაციით, დაფიქსირდა 8 დრონით დარტყმა შვიდ ლოკაციაზე, ასევე შვიდ ლოკაციაზე ჩამოვარდა განადგურებული დრონების ნამსხვრევები.
ცნობისთვის, რუსული მხარის ინფორმაციით ღამით მოსკოვის ოლქსა და დედაქალაქ მოსკოვზე დრონებით შეტევა განხორციელდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.















