რუსებმა სლავიანსკი კასეტური ჭურვებით დაბომბეს, დაიღუპა ოთხი ადამიანი

რუსმა ოკუპანტებმა სლავიანსკი კასეტური ჭურვებით დაბომბეს, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ქალაქის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვადიმ ლიახმა განაცხადა.

მისი თქმით, დაშავებულია კიდევ 7 მშვიდობიანი მოქალაქე.

„ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს ლიმანის მიკრორაიონს. ბარვენკოვსკაიას, პოდგორნაიას, დანილევსკის ქუჩებს. მშვიდობიან მოსახლეობას, სადაც სამხედრო ობიექტები არ არის. შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი – დაშავდა. ასეთი ჭურვები შენობების ტოტალურ ნგრევას არ იწვევს, მაგრამ ძალიან საშიშია ხალხისთვის“,- განაცხადა ვადიმ ლიახმა.

banner
წინა სტატიაშიოკუპანტები ლისიჩანსკის გარშემო მცირე წინსვლის მიღწევას განაგრძობენ – ბრიტანეთი
შემდეგი სტატიასპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა წალენჯიხაში შსს-ს თანამშრომლის მიერ მოქალაქის ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების საქმეზე გამოძიება დაიწყო