რუსებმა შანდრიგოლოვოს (დონეცკის ოლქი) ჩრდილოეთ გარეუბნები აიღეს

რუსებმა შანდრიგოლოვოს (დონეცკის ოლქი) ჩრდილოეთ გარეუბნები აიღეს,-ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი წერს.

რუსები აგრძელებენ შეტევას ლიმანის, პოპასნაიას, სევეროდონეცკის და ავდეევკას მიმართულებით. კურახოვსკის მიმართულებით არტილერიის მხარდაჭერით, მტერი ცდილობს, აღადგინოს შეტევა ნოვომიხაილოვკას მიმართულებით.

„მარიუპოლის მიმართულებით, რუსი სამხედროები აგრძელებს ჩვენი ქვედანაყოფების ბლოკირებას „აზოვსტალის“ ქარხნის მიდამოში. არტილერიისა და სატანკო ცეცხლის მხარდაჭერით ის იერიშს ახორციელებს. აგრძელებს იარაღის, სამხედრო აღჭურვილობის, საბრძოლო მასალის მიწოდებას, რათა დააკმაყოფილოს ჯარების საჭიროებები“, – ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიზაპოროჟიეს რაიონში რუსმა დამპყრობლებმა საზოგადოებრივი აქტივისტი სერგეი სემენეკი მოკლეს
შემდეგი სტატია„ბაირაქტარებმა“ ზმეინის კუნძულთან 3 რუსული სადესანტო კატარღა გაანადგურეს