რუსებმა რეკორდული რაოდენობის პრეზერვატივი იყიდეს

რუსებმა რეკორდული რაოდენობის პრეზერვატივი იყიდეს პუტინის მოთხოვნის ფონზე, გაეჩინათ ბევრი შვილი, მინიმ რვა – ამის შესახებ გაზეთი „ვედომოსტი“ ანალიტიკურ კომპანია DSM Group-ის ანგარიშზე დაყრდნობით წერს.
ამ მონაცემებით, რუსულმა სააფთიაქო ქსელებმა 2024 წლის პირველ ნახევარში კონტრაცეპტივების გაყიდვიდან 19,3 მილიარდი რუბლი გამოიმუშავეს და ეს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
მაგალითად, 36.6 სააფთიაქო ქსელში პრეზერვატივებისა და ჩასახვის საწინააღმდეგო აბების გაყიდვები გაიზარდა 8%-ით და 10%-ით 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო Zdravcity-ის ბაზარზე ჩასახვის საწინააღმდეგო აბების გაყიდვები გაიზარდა 22%-ით.
“ვედომოსტი” ასევე ციტირებს RNC Pharma-ს განვითარების დირექტორს ნიკოლაი ბესპალოვსის განცხადებას, რომელიც გაყიდვების ზრდას ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას უკავშირებს, რაც რუსებს აიძულებს გადადოს ბავშვების გაჩენა.
რუსეთში შობადობა კვლავ იკლებს, მიუხედავად პუტინის მოთხოვნისა რვა შვილის ყოლაზე, აღნიშნავს გამოცემა.
ახალშობილთა რიცხვი კლებას განაგრძობს – წელს ის 3%-ით შემცირდა შარშანდელთან შედარებით, რომელშიც რუსეთში შობადობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო 1999 წლის შემდეგ.

banner
წინა სტატიაში„იდეის წარმატებას სიჯიუტე გასაზღვრავს“ – პირველი არტიზანული ინდუსტრიული ხაჭაპური, ChiZZZy საერთაშორისო ბაზარზე გასასვლელად ემზადება
შემდეგი სტატიასაარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დემონსტრირება ბაზრობებსა და ბაზრებში აქტიურად მიმდინარეობს