რუსმა ოკუპანტებმა პოკროვსკის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებული ძალების 6 დატყვევებული ჯარისკაცი დახვრიტეს. პოლიციამ გამოძიება დაიწყო, – ამის შესახებ გენერალური პროკურატურის პრესსამსახურში განაცხადეს.
„ოპერატიული მონაცემებით, 2024 წლის 23 ოქტომბერს, სელიდოვეზე შეტევისას, რუსმა სამხედროებმა სამი უკრაინელი ჯარისკაცი ტყვედ აიყვანეს. გარკვეული პერიოდის შემდეგ ოკუპანტებმა დახვრიტეს უიარაღო სამხედრო ტყვეები“, – ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, 1-ელ ნოემბერს, პოკროვსკის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებული ძალების სიმაგრეებზე თავდასხმის დროს, რუსმა დამპყრობლებმა კიდევ სამი სამხედრო ტყვე მოკლეს.
გენერალური პროკურატურა ხაზს უსვამს, რომ ეს ქმედებები არის ჟენევის კონვენციების დარღვევა და კვალიფიცირდება როგორც საერთაშორისო დანაშაული.