რუსულმა საოკუპაციო ძალებმა, წუხელ, ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას დაარტყეს, რის შედეგადაც დაზიანდა საგუშაგოს შენობა, საწყობები, 30-მდე სატვირთო მანქანა, დაიწვა 6 სატვირთო მანქანა და დაშავდა ორი მძღოლი, – ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ კიპერზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, მეხანძრეებმა ხანძარი უკვე ჩააქრეს, ერთ-ერთ დაშავებულს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, მეორე კი, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ოლეგ კიპერის ინფორმაციით, ოდესის ოლქში დრონებით თავდასხმა 2 საათს გაგრძელდა. მათი უმეტესობა საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს.