შაბათს საღამოს, ოდესაზე ბალისტიკური რაკეტის დარტყმის შედეგად დაზიანდა პორტის ინფრასტრუქტურა და პანამის რესპუბლიკის დროშის ქვეშ მცურავი სამოქალაქო გემი, დაშავდა პორტის ორი თანამშრომელი,-ამის შესახებ ოდესის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კიპერი Telegram-ზე იყობინება.
„მტერმა ბალისტიკური რაკეტით დაარტყა ოდესას… თავდასხმის შედეგად დაზიანდა პორტის ინფრასტრუქტურა და პანამის რესპუბლიკის დროშის ქვეშ მყოფი სამოქალაქო გემი, რომელიც ეკუთვნის ერთ-ერთ ევროპულ კომპანიას. ექიმები დაზარალებულებს საჭირო დახმარებას უწევენ“,-აცხადებს ოლეგ კიპერი