რუსებმა ნიკოლაევზე იერიში ზალპური სისტემებით მიიტანეს – არის მსხვერპლი (ფოტო)

რუსმა ოკუპანტებმა ნიკოლაევის დასახლებულ უბნებზე იერიში ზალპური სისტემებით მიიტანეს, – ამის შესახებ ნიკოლაევის საოლქო საბჭოს თავმჯდომარე ანა ზამაზეევა იუწყება.
თავდასხმას რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

„რუსები ნიკოლაევის საცხოვრებელ ადგილებში თავს ისევ დაესხნენ! სადაც არ არის სამხედრო ობიექტები! მშვიდობიანი მოსახლეობა ცეცხლის ქვეშაა!!! სამწუხაროდ, არის მსხვერპლი“, – აცხადებს ზამაზეევა.

ნიკოლაევის საოლქო საბჭოს თავმჯდომარემ ასევე მადლობა გადაუხადა მედიკოსებს, წითელი ჯვრის მოხალისეებს, და პოლიციას, რომლებიც, საფრთხის მიუხედავად, მოქალაქეების გადარჩენას ცდილობენ.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არაფერი გამორიცხული არ არის, მაგრამ უკრაინაში მივდივართ, რათა ჩვენს მეგობრებს ქართველი ხალხის სახელით გამოვუცხადოთ სოლიდარობა – პაპუაშვილი
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობა ევროკომისიის კითხვარს ასაჯაროებს