რუსებმა ნიკოლაევს დაარტყეს, დაიღუპა 5 ადამიანი

რუსულმა ძალებმა ნიკოლაევს დრონებით შეუტიეს, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ნიკოლაევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვიტალი კიმზე და ნიკოლაევის მერზე, ალექსანდრ სენკევიჩზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად სხვადასხვა რაიონში დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ასევე არასაცხოვრებელი შენობები. არიან დაშავებულებიც.

ამ დროისთვის სამძებრო სამუშაოები დასრულებულია.

banner
წინა სტატიაშიშვედი აქტივისტი, გრეტა თუნბერგი მოქალაქეებს მოუწოდებს 11 ნოემბერს, 19:00 საათზე თავისუფლების მოედანზე (პუშკინის პარკი) შეიკრიბონ
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი: ქვეყანას დემოკრატიული ხელისუფლება არ ჰყავს