რუსებმა ნიკოლაევი დაბომბეს – 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი მოზარდი

უკრაინაში რუსებმა ქალაქი ნიკოლაევი ისევ დაბომბეს. მერი ამბობს, რომ დაზიანდა კერძო საწყობი და რამდენიმე კერძო საწარმოს ტერიტორია.

მისივე ინფორმაციით, ქალაქის ერთ-ერთი რაიონის დაბომბვისას დაშავდა ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი მოზარდი.

კიდევ ერთი სკოლა თითქმის მთლიანად განადგურდა. ასევე, დარტყმის ტალღამ და ნამსხვრევებმა მაღალსართულიანი კორპუსები დააზიანა, 2 კერძო სახლს კი ცეცხლი გაუჩინა.

banner
წინა სტატიაშიოდესის პორტში რაკეტებმა გაანადგურეს უკრაინული ხომალდი და დასავლეთის მიერ გაგზავნილი Harpoon-ის რაკეტების საწყობი – რუსეთის თავდაცვის სამინისტრო
შემდეგი სტატიადმიტრო კულება მსოფლიოს მოუწდებს, რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად აღიარონ