რუსებმა კურახოვოს წყალსაცავის კაშხალი დააზიანეს – მოსახლეობას, შესაძლოა, საფრთხე ემუქრებოდეს

რუსებმა კურახოვოს წყალსაცავის კაშხალი დააზიანეს, – ამის შესახებ დონეცკის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვადიმ ფილაშკინმა განაცხადა.

„ეს დარტყმა პოტენციურ საფრთხეს უქმნის მდინარე ვოლჩიას გასწვრივ მდებარე დასახლებებს – დონეცკის ოლქში და დნიპროს რეგიონში“, – აღნიშნა მან.

ფილაშკინის თქმით, 16:00 საათისთვის დადგინდა, რომ მდინარის დონე დიდ ნოვოსელოვკის თემის ფარგლებში 1.2 მეტრითაა მომატებული.

„სახლების დატბორვა ამ დრომდე არ დაფიქსირებულა! ჩვენ ვაგრძელებთ მდინარეში წყლის დონის მონიტორინგს“, – აღნიშნა დონეცკის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

banner
წინა სტატიაშიმედვედევი:”თუ ტრამპი რუსეთზე ზეწოლას განახორციელებს, ის ჯონ კენედის ბედს გაიზიარებს”
შემდეგი სტატიარუსებმა კურსკის ოლქში უიარაღო ჯარისკაცები სიკვდილით დასაჯეს