რუსებმა კიევში ხიდი დაბომბეს,_ინფორმაციას უკრაინული მედია “პრავდა” ავრცელებს.
კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, სამხრეთ ხიდის დამხმარე მონაკვეთთან უპილოტო საფრენი აპარატის ორი თავდასხმა მოხდა, რის გამოც ხიდზე მეტროსა და სახმელეთო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია.
მედიის ცნობით, კიევავტოშლიახმისტის მუნიციპალური საწარმოს სპეციალისტები შეჯახების შემდეგ ნაგებობას ამოწმებენ.








