11.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

რუსებმა კიევს დრონებით შეუტიეს- არიან დაშავებულები

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსებმა კიევს დრონებით შეუტიეს, არიან დაშავებულები.

როგორც კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რუსულმა ძალებმა დრონით სოლომიანსკის რაიონში 5-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს.

კლიჩკოს თქმით, თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა.

ასევე, რუსების იერიშის შემდეგ უკრაინის დედაქალაქის სოლომიანსკის რაიონში მდებარე საოფისე შენობაში ხანძარი გაჩნდა.

რუსული ძალების თავდასხმამდე კიევში საჰაერო განგაში გამოცხადდა.

banner
წინა სტატიაშიირანის პრეზიდენტმა აშშ-თან შეთანხმების შემთხვევაში გამდიდრებული ურანის დათმობა დაადასტურა
შემდეგი სტატიაკუპატაძე: მიმოწერიდან ირკვევა-ბერუაშვილი წუხდა, რომ ორსულად არ იყო, თორემ მის შეყვარებულს ვერ დაიჭერდნენ