17.8 C
Tbilisi
პარასკევი, ოქტომბერი 16, 2026
banner

რუსებმა კიევის ცენტრზე კიდევ ერთი იერიში მიიტანეს – ხანძარი საავადმყოფოს გაუჩნდა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსებმა კიევის ცენტრზე კიდევ ერთი იერიში მიიტანეს – ხანძარი საავადმყოფოს გაუჩნდა.

რუსული ძალების მორიგი დარტყმის შედეგად, კიევის ცენტრში მდებარე „დობრობუტის“ საავადმყოფოში ხანძარი გაჩნდა.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, დღის განმავლობაში რუსების მიერ განხორციელებული იერიშების შედეგად, უკრაინის დედაქალაქში 19 ადამიანი დაშავდა და ერთი დაიღუპა.

რეაქტიული დრონების საფრთხის გამო უკრაინის დედაქალაქში საჰაერო განგაშია გამოცხადებული.

banner
წინა სტატიაშივალუტის გაცვლის ახალი კურსი ცნობილია
შემდეგი სტატია232 პატიმარი 100 000 მოსახლეზე — საია გაეროს ციხეებში არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაციას აწვდის