რუსებმა ყირიმში კედელი ააშენეს. უკრაინის სასაზღვრო სამსახურებმა მასზე არაფერი იციან

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა უკრაინაში, ანექსირებული ყირიმის ტერიტორიაზე მაღალტექნოლოგიური კედლის აღმართვა დაასრულა – ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ დღეს ოფიციალურად გაავრცელა.

კედელი დაახლოებით 60 კილომეტრის სიგრძეზეა აღმართული, ის ასობით სიგნალიზაციის გადამცემითაა აღჭურვილი და ორი კომპლექსისგან შედგება. მათგან პირველია ვიბრაციული გადამცემები, მეორე კი რადიოტალღური.

უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელმა ოლეგ სლობოდიანმა “ბიბისის” განუცხადა, რომ მისი უწყება მონაცემებს აგროვებს, თუმცა, ჯერჯერობით მზად არ არის კომენტარის მისაცემად. “მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ეს კედელი ხედვის არეში არ არის” – ამის შესახებ სლობოდიანმა განაცხადა.
ფოტოზე, რომელიც რუსულმა “რია ნოვოსტიმ” გაავრცელა, კარგად ჩანს კედელი, რომელსაც მავთულხლართები აქვს.

“ყირიმის კედელი აღმართულია იმისთვის, რომ თავი დავიცვათ ახლანდელი უკრაინის ხელისუფლების გიჟური გამოხტომებისგან და არაადეკვატური რადიკალებისგან” – ანექსირებული ყირიმის პარალმენტის ვიცე-სპიკერმა ეფიმ ფიკსმა რუსულ მედიას განუცხადა.

რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა.

banner
წინა სტატიაშიანჯელინა ჯოლი პრეზიდენტად? მსახიობი პოლიტიკაში მიდის
შემდეგი სტატიასირიის არმიამ თურქეთის საზღვარზე სტრატეგიული ქალაქის აღების შესახებ განაცხადა