რუსებმა ხარკოვზე სარაკეტო იერიში მიიტანეს – არიან დაღუპულები და დაშვებულები

ხარკოვის სამხარეო ადმინისტრაციის ჯანდაცვის დეპარტამენტის ცნობით, 16 აპრილს რუსი ოკუპანტების მიერ ხარკოვში სარაკეტო შეტევა განხორციელდა. შედეგადაც დაიღუპა ერთი და დაშავდა 18 ადამიანი.
„16 აპრილს ხარკოვზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად, დაიღუპა ერთი ადამიანი, ხოლო დაშავდა სულ მცირე 18 პირი – ეს წინასწარი მონაცემებია“ – ამის შესახებ ჯანდაცვის რეგიონალური დეპარტამენტის დირექტორმა, მაქსიმ ხაუსტოვმა განაცხადა.

მედიის ცნობით, ხარკოვის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ქალაქი რუსი ოკუპანტების მიერ მუდმივი დაბომბვების ქვეშაა.

banner
წინა სტატიაშიგამოვაქვეყნებ მონაცემებს დასავლელი დიპლომატების საქმიანობის შესახებ, რომელიც უკვე ფაშიზმს ჰგავს – ლუკაშენკო
შემდეგი სტატიარუსეთი უკრაინას მედვეჩუკის ბრიტანეთის 2 მოქალაქეზე გაცვლას სთავაზობს