რუსებმა ხარკოვის ოლქი დაბომბეს

რუსეთმა ხარკოვის ოლქში, ბალაქლია დაბომბა, შედეგად 12 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 8 ბავშვი. ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის ოლქის პოლიცია ავრცელებს.

“1 ივნისს მტერმა ისკანდერ-K სარაკეტო კომპლექსიდან კერძო სექტორის ტერიტორიაზე მდებარე დასასვენებელ ზონას შეუტია. ცეცხლი კერძო სახლებში გაჩნდა. დაბომბვის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა,” – წერია განცხადებაში.

პოლიციის ცნობით, დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

banner
წინა სტატიაშიმდინარაძე – ორმა ფაშისტმა, ნოდარ მელაძემ და მაკა ჩიხლაძემ, ბინძური ანონსი გააკეთეს ჩემი მშობლების და ძმის კუთვნილ სახლზე
შემდეგი სტატიააფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა დევნილ მოზარდებს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცეს