რუსებმა ინგუში და დაღესტნელი ბავშვები საქართველოში არ გამოუშვეს

25-26 ივნისს ყაზბეგში ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირი გაიმართა. ტურნირში მონაწილეობა უნდა მიეღოთ ტაჯიკ და ჩრდილო კავკასიელ ჭაბუკებს. ტაჯიკეთის დელეგაცია საქართველოში მშვიდობიანად ჩამოვიდა. ჩრდილო კავკასიელ ბავშვებს კი პრობლემები შეექნათ. რუსმა მესაზღვრეებმა ინგუშ და დაღესტნელ ბავშვებს საქართველოს ტერიტირიაზე შემოსვლის უფლება არ მისცეს და უკან გააბრუნეს. მათგან განსხვავებით გაუმართლა ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა ალანიას დელეგაციას. რუსებმა ოსები მოსკოვიდან განხორციელებული ზარის შემდეგ გამოუშვეს.

“თაიმერი”

ექსკლუზივი

banner
წინა სტატიაში140 წლის, საზღვაო ქალაქში დაწერილი ისტორია კვლავ გრძელდება (ვიდეო)
შემდეგი სტატიაესტონეთში 68 ათასი დოზა ვაქცინა გაუფუჭდათ