17.8 C
Tbilisi
პარასკევი, ოქტომბერი 16, 2026
banner

რუსებმა დნეპროპეტროვსკის ოლქს დაარტყეს, დაიღუპა 4 ადამიანი

უკრაიმნული მედიის ინფორმაციით, რუსებმა დნეპროპეტროვსკის ოლქს დაარტყეს, დაიღუპა 4 ადამიანი.

რუსულმა ძალებმა იერიში ქალაქ კამიანსკეში საწარმოზე მიიტანეს, რის შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა.

დნეპროპეტროვსკის ოლქის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარის, ალექსანდრ განჟას ცნობით, 5 სექტემბერი ქალაქში გლოვის დღედ გამოცხადდა.

ასევე, რუსების იერიშის შედეგად კიევის ოლქის ქალაქ ბორისპოლში ცხრასართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ხანძარი გაჩნდა.

კიევის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიმურ ტკაჩენკოს ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

banner
წინა სტატიაშიხაშური-გომის მონაკვეთზე საავტომობილო გზა დაიტბორა
შემდეგი სტატიათბილისში ტაქსის მძღოლს თავს დაესხნენ და ფული გასტაცეს — დაკავებულია არასრულწლოვანი