რუსებმა დილით ხარკოვი ისევ დაბომბეს – არის მსხვერპლი

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის მშვიდობიან მოსახლეობაზე მორიგი თავდასხმა განახორციელეს. ოლქის გუბერნატორის, ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, დილით, დაბომბვის შედეგად ქალი დაიღუპა.

“დღეს დილით მტერმა კვლავ ესროლა ხარკოვის მშვიდობიან მოსახლეობას. დაახლოებით დილის 6 საათზე დაფიქსირდა სულ მცირე 5 სარაკეტო დარტყმა ქალაქ კიევის, ნემიშლიანსკისა და ოსნოვიანსკის რაიონებში. ნემიშლიანსკში რაკეტები 2 კერძო სახლს დაეცა. ამ დროისთვის ცნობილია 1 გარდაცვლილი ქალის შესახებ. ის საგანმანათლებლო დაწესებულების დაცვის თანამშრომელი იყო. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობენ”, – თქვა სინეგუბოვმა.

მანვე აღნიშნა, რომ მსხვერპლის რაოდენობა და ნგრევის მასშტაბები ჯერჯერობით ზუსტდება.

banner
წინა სტატიაშისაქსტატი – საქართველოში უმუშევრობის დონე 4 პროცენტით, 18.1 პროცენტამდე შემცირდა
შემდეგი სტატიაუკრაინაში დაღუპული ბერდია ჯოხაძის სამოქალაქო პანაშვიდი ქაშვეთის ეკლესიაში გაიმართება