ხერსონის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის პრესსამსახურის უფროსის, ალექსანდრე ტოლოკონნიკოვის ინფორმაციით, რუსებმა დღეს დილით ხერსონის მარჯვენა სანაპიროზე 10 მართვადი საჰაერო ბომბი ჩამოაგდეს.
„უკვე დილით ხერსონის რაიონზე ათი მართვადი საჰაერო ბომბი ჩამოაგდეს: მიკოლაივკას, ოლჰივკას დასახლებებზე, ბურღუნკაზე… ასევე მივიღეთ ინფორმაცია, რომ რუსებმა სავარაუდოდ ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტზე რაკეტები გამოიყენეს. ეს ინფორმაცია ამჟამად ზუსტება“, – განაცხადა ტოლოკონნიკოვმა.