რუსებმა 11 „შაჰიდი“ გაუშვეს, საჰაერო თავდაცვამ ყველა ჩამოაგდო – უკრაინის გენშტაბი

25 ოქტომბრის ღამეს რუსმა სამხედროებმა უკრაინის მასშტაბით 11 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს.

როგორც უკრაინის გენერალური შტაბი იტყობინება, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ოკუპანტების მიერ გაშვებული 11-ვე „შაჰიდი“ ჩამოაგდეს.

მთლიანობაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთმა 6 სარაკეტო და 51 საჰაერო დარტყმა განახორციელა, ასევე, 66 თავდასხმა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან უკრაინის ჯარების პოზიციებზე და დასახლებულ პუნქტებზე.

მათივე ინფორმაციით, არიან დაღუპულები და დაშავებულები, განადგურდა და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ასევე სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

banner
წინა სტატიაშიისრაელის ელჩი – ისრაელი უარს იტყვის გაეროს ოფიციალური პირებისთვის ვიზების გაცემაზე
შემდეგი სტატიაკარგად მოემზადეთ, ომი ჯერ მხოლოდ იწყება – ისრაელის თავდაცვის მინისტრი