2.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მარტი 11, 2026
banner

რუსების მორიგი თავდასხმა უკრაინაზე – ოკუპანტებმა ოდესაზე დრონებით იერიში მიიტანეს

რუსებმა ოდესას დრონებით შეუტიეს – როგორც უკრაინული მედია ოდესის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე სერგეი ლისაკზე დაყრდნობით იუწყება, დაშავებულია ორი ადამიანი, ასვე  დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა

„მტერმა ოდესაზე თავდასხმა განახორციელა. თავდასხმამ ინფრასტრუქტურა და სამოქალაქო შენობები დააზიანა. ერთ-ერთ რაიონში საცხოვრებელი კორპუსის ზედა სართულებზე ხანძარი გაჩნდა. მეორეში კი მაღაზია და ავტოგასამართი სადგური დაზიანდა. ვრცელდება ინფორმცია ორი დაშავებულის შესახებ “, – აღნიშნა ლისაკმა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის მხრიდან თავდასხმის საფრთხის გამო გამოცხადებული საჰაერო თავდასხმის დროს ოდესასა და დნეპროში აფეთქებების ხმები ისმოდა.

banner
წინა სტატიაში“მოსკოვს მხოლოდ ზეწოლის ენა ესმის” – ანდრეი სიბიგა უკრაინის ქალაქებზე განხორციელებულ მასშტაბურ იერიშებზე
შემდეგი სტატიაპროკურატურა: ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების სისხლის სამართლის საქმე გახსნილია