რუსების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ლიმანის სრულად აღების შესახებ, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ უარყო

რუსული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ მათ ქალაქი ლიმანი სრულად აიღეს, უარყო უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა, რომ ქალაქში სასტიკი ბრძოლები ამ დრომდე მიმდინარეობს.

„დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ: სიტუაცია რთულია, მაგრამ უკრაინის შეიარაღებული ძალები იბრძვიან“, – აღნიშნა მალიარმა და დასძინა, რომ არასწორია საუბარი ქალაქის აღებაზე, როცა ბრძოლა ჯერ კიდევ გრძელდება.

banner
წინა სტატიაში1 წლის წინ შემოგვთავაზეს ხალხის ევაკუაცია და სანგრების გათხრა, მაგრამ ეს გამოიწვევდა პანიკას, ეკონომიკის განადგურებას – ზელენსკი
შემდეგი სტატიაპუტინმა ე.წ. სამხრეთ ოსეთთან „ორმაგი მოქალაქეობის“ შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა