გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინას 34 “შაჰიდის” ტიპის დრონით შეუტიეს. როგორ უკრაინის საჰაერო ძალები ამბობენ, მათ 31 მათგანი ჩამოაგდეს. უწყების ცნობით, რუსეთი თავს დაესხა დონეცკის რეგიონს ოთხი S-300 ტიპის რაკეტითაც.
“საჰაერო ბრძოლის შედეგად, თავდაცვის ძალების მოძრავმა საცეცხლე ჯგუფებმა, სარაკეტო დანაყოფებმა და საჰაერო ძალების დრონებმა გაანადგურეს 31 “შაჰიდი” პოლტავის, მიკოლაევის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონებში,” – ნათქვამია განცხადებაში.