რუსების მიერ დატყვევებულ ბელარუს სამხედროებს სიკვდილით დასჯა ემუქრებათ

დონბასში რუსი ოკუპანტების მიერ დატყვევებულ ბელარუს სამხედროებს, რომლებიც უკრაინის მხარეს იბრძოდნენ, სიკვდილით დასჯა ემუქრებათ.

ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის „შინაგან საქმეთა სამინისტროს“ ხელმძღვანელის მოადგილე ვიტალი კისელევი აცხადებს, რომ „დანაშაულის“ დადგენის შემთხვევაში ტყვეებს სამუდამო პატიმრობას მიუსჯიან ან სიკვდილით დასჯიან.

„თუ გამოძიების დროს დადგინდება, რომ დატყვევებულმა დაქირავებულებმა ჩაიდინეს დანაშაული დონეცკში, მაშინ საქმეები შეიძლება გაერთიანდეს და ისინი სიკვდილით დაისაჯონ“, – განაცხადა კისელევი.

banner
წინა სტატიაშიგერმანია 1 აგვისტოს რუსული ქვანახშირის, 31 დეკემბერს კი ნავთობის ყიდვას შეწყვეტს
შემდეგი სტატიადეპოლარიზაციის მთავარი თემა უნდა იყოს აგებული შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე – გოცირიძე