რუსების მიერ დაკავებული უკრაინელი მეზღვაურები გაერომ სამხედრო ტყვეებად აღიარა

უკრაინელი მეზღვაურები, რომლებიც ქერჩის სრუტეში რუსულმა სპეცსამსახურებმა დააკავეს, სამხედრო ტყეები არიან – ამის შესახებ საუბარია გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მოხსენებაში. დოკუმენტში, რომელიც მიმდინარე კვირას გამოქვეყნდა, 2018 წლის 16 ნოემბრიდან 2019 წლის 15 თებერვლამდე პერიოდში უკრაინაში ადამიანის უფლებებს ეძღვნება.

2018 წლის 25 ნოემბერს ყირიმის სანაპიროზე რუსმა სამხედროებმა სროლა დაუწყეს უკრაინულ გემებს, რომლის შედეგადაც, სამი გემი და მასზე მყოფი 24 მეზღვაური დააპატიმრეს. უკრაინელ მეზღვაურებს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

banner
წინა სტატიაში21-ე საუკუნეში პირველად, ნიუ-იორკში მაფიის ბოსი მოკლეს 
შემდეგი სტატიააუდიტის სამსახური ბათუმის ახალი სასაფლაოს მოწყობის პროცესში დაშვებულ ხარვეზებზე მიუთითებს